გაეროს წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ჰეიდი ტალიავინი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში,  3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ვალერი ლოშჩინინს შეხვდა მოსკოვში.

მხარეებმა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს გაეროს მისიის სამოქალაქო პოლიციის კომპონენტის მომავალი მუშაობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ სოჭში მიღწეული შეთანხმების თანახმად შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, რამაც, გაეროს შეფასებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჟენევის სამშვიდობო პროცესში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)