შევარდნაძე აფხაზური დელეგაციის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა

(თბილისი, 7 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ 6 ოქტომბრის რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზური დელეგაციის უსაფრთხოება თბილისში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე გარანტირებული იქნება.

“მე მივესალმები დიალოგს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, რომლემაც გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, თბილისს არასოდეს შეუქმნია ამგვარი საფრთხე. დე-ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ვიზიტის დროს 1997 წელს სიტუაცია სავსებით უსაფრთხო იყო, და არძინბას არანაირი პრობლემა არ შექმნია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.    

23 სექტემბერს დაგეგმილი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და არძინბას თანაშემწე ასტამურ ტანია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერის თამაზ ნადარეიშვილის განცხადების გამო არ ჩამოვიდნენ.

ნადარეიშვილმა შეხვედრის წინა დღეს განაცხადა, რომ როგორც კი აფხაზური დელეგაცია თბილისში ჩამოვა, ისინი უნდა დააპატიმრონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)