“კმარას” აქტივისტების შეტაკება პოლიციასთან

(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიციამ დღეს ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” საპროტესტო აქცია დაშალა ფოთში.

“კმარას” აქტივისტები ცემეს, რამოდემინე მათგანი მძიმედ დაშავდა.

ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ფოთში საპროტესტო აქცია 11 ოქტომბერს პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტის დროს გამართეს.

10 ოქტომბერს პოლიციამ ასევე დაშალა “კმარას” საპროტესტო აქცია თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ, მაშინ როცა სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)