ცსკო-ს მდივანს თავს დაესხნენ

(თბილისი, 13 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ექვსამდე უცნობმა მამაკაცმა 11 ოქტომბერს სასტიკად სცემა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) მდივანი გიორგი მიქანაძე.

გიორგი მიქანაძემ, რომელიც სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” წარმომადგენელია, გაძარცვის მცდელობა გამორიცხა, რადგანაც თავდამსხმელებმა არც ფული და არც მისი მობილური ტელეფონი არ წაიღეს.

“ალიანსი ახალი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ირაკლი გოგავამ მომხდარში “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკი დაადანაშაულა. “ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენლებმა ამ ბრალდებას “აბსურდული” უწოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)