შევარდნაძემ ილჰამ ალიევს გამარჯვება მიულოცა

(თბილისი, 16 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ ილჰამ ალიევს დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ილჰამ ალიევმა 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე თავის მამას, ჰეიდარ ალიევს, შეცვლის.  

არსებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევის მთავარმა მეტოქემ, პარტია “მუსავათის” წევრმა ისა გამბარმა ხმების 12.6% მოიპოვა. შედეგების გამოქვეყნებამდე ამომრჩეველთა მასიურ დაშინებას ჰქონდა ადგილი. ოპოზიცია ბაქოში საპროტესტო აქციას ატარებს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ძალაუფლება შვილს მამისგან შთამომავლობით ერგო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)