მაჟორიტარული არჩევნები ადგილობრივ არჩენვებთან ერთად
(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 2 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები იმართება. თბილისში და მცხეთაში, გურჯაანსა და საგარეჯოში მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევენ. თბილისის სამგორის რაიონის ოთხ საარჩევნო უბანში ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი მიხეილ მაჭავარიანი და ახალი მემარჯვენების წევრი ლევან ჯაყელი. მცხეთის მოსახლეობამ კი არჩევანი უნდა გააკეთოს მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გამგებელს კობა ბუჩუკურსა და პრეზიდენტის რეგიონალური მართვის სამსახურის ყოფილ უფროსს ბადრი ხატეძეს შორის. ორივე ყოფილი ჩინოსანი შემოსავლების დაფარვის გამო იქნდა გათავისუფლებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)