ცსკ არჩევნებს მოუმზადებელი შეხვდა
(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “ცენტარალური საარჩევნო კომისია არჩევნებს მოუმზადებელი შეხვდა”, განაცხადეს დღეს, 2 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლმა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ინფორმაციით, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი, რომლებიც “კარუსელის” პრინციპით მოძრაობენ. ამ სამარშრუტო ტაქსებს გადაჰყავს ადამიანები, რომლებიც ხმას რამდენიმე უბანში აძლევენ. საარჩევნო უბნებთან შეიმჩნევიან პოლიციელები და შეიარაღებული პირები, რაც კანონით აკრძალულია. საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე გაკრულია სააგიტაციო პლაკატები, რაც ასევე დარღვევაა. არაორგანიზებულია ამომჩევენლთა სიები, რაც მოქალაქეების დაბნეულობას იწვევს. არასამთავრობო ორგანიზაციათა დაკვირვებით, საარჩევნო კომისიის წევრებმა არ იციან საარჩევნო კოდექსი და, შესაბამისად, ისინი დარღვევებით მუშაობენ.&ნბსპ; 2 ივნისის შუადღისთვის უკვე დაფიქსირებულია ყველა სახის დარღვევა, რაც კი შეიძლება არსებობდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)