ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები თბილისში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები თბილისში. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისის საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება.

თბილისის 394 საარჩევნო უბანში ხმების დათვლის შედეგად დედაქალაქის საკრებულოში ყველაზე მეტი ადგილი ლეიბორისტებმა მოიპოვეს. საკრებულოში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1.&ნბსპ;საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია – 25,5% – 16 ადგილი 2.&ნბსპ;საარჩევნო ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი” – 23,75% – 15 ადგილი 3.&ნბსპ;ახალი მემარჯვენეები – 11,36% – 6 ადგილი 4.&ნბსპ;საქართველოს ქრისტიან-კონსერვატორთა პარტია – 7,27% – 4 ადგილი 5.&ნბსპ;საარჩევნო ბლოკი “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”&ნბსპ; – 7,13% – 4 ადგილი 6.&ნბსპ;საარჩევნო ბლოკი “აღორძინება XXI” – 6,34% – 3 ადგილი 7.&ნბსპ;ბლოკი “ერთობა” – 4,13% – 2 ადგილი

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია საბოლოო შედეგები, თბილისის საკრებულოს ზუსტი შემადგენლობა ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი. პარლამენტის 6 წამყვანმა წევრმა მიიღო ადგილები საკრებულოში, მაგრამ მათგან მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძემ, ახალ მემარჯვენეთა ლიდერმა, გამოთქვა სურვილი გახდეს საკრებულოს წევრი და უკვე დატოვა პარლამენტი.

დანარჩენები: მიხეილ სააკაშვილი (ნაციონალური მოძრაობა), გოგი თოფაძე (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს), ელდარ შენგელაია (პარლამენტის ვიცე სპიკერი), გიორგი ბარამიძე და ელენე თევდორაძე (ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – ჟვანიას გუნდი), ჯერჯერობით თავს იკავებენ რომ საბოლოოდ განაცხადონ დატოვებენ თუ არა ისინი პარლამენტს და გადავლენ საკრებულოში.

ამ ექვსი პარლამენტარიდან ოთხი “რეფორმატორთა” გუნდიდან არიან და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა რეფორმატორებმა დათმონ ეს 4 ადგილი საკრებულოსათვის, სადაც სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას და ჟვანიას გუნდს მხოლოდ 19 კაციანი კოალიციის შექმნა შეუძლიათ, რაც მაინც ვერ იქნება აბსოლუტური უმრავლესობა. გარდა ამისა გიორგი ბარამიძე გახდა ახლადშექმნილი საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატების” თავმჯდომარე. ელდარ შენგელაიაც და ელენე თევდორაძეც ამ ფრაქციის წევრები არიან.

ამდენად, როგორც ჩანს ლევან გაჩეჩილაძე ერთადერთი ‘ცნობილი’ სახე იქნება საკრებულოში. მას ასევე აქვს შანსი არჩეულ იქნეს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ.

საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით ახალმა მემარჯვენეებმა და მრეწველებმა დამოუკიდებელ კანდიდატებთან ერთად შეაგროვეს მანდატების უმრავლესობა ადგილობრივ საკრებულოებში ძირითადად დასავლეთ საქართველოში. ყოფილი მმართველი პარტია, პრო-პრეზიდენტული “მოქალაქეთა კავშირი” ლიდერობს მხოლოდ თელავში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)