საარჩევნო კოდექსის თაობაზე გამართული მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა

(თბილისი, 3 ივნისი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოლაპარაკებები ოპოზიციასა და სამთავრობო ბლოკის წარმომადგენლებს შორის 2 ივნისს ჩაიშალა.

გუშინ 21.30 საათზე ოპოზიციისა და სამთავრობო ბლოკის წარმომადგენლები ახლოს იყვნენ კონსენსუსამდე. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მზად იყვნენ კომპრომისისთვის. შეხვედრა თბილისის მერიაში დაიწყო, რომელშიც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა, ლეიბორისტების გამოკლებით, ასევე სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე.

მოგვიანებით, ჯორბენაძემ დატოვა მერიის შენობა და პრეზინტთან წავიდა საკონსულტაციოდ. მისი თქმით, პარტიები ახლოს იყვნენ კონსენსუსთან. სამთავრობო ბლოკის წარმომადგენელმა ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ ისინი დათანხმდნენ უმცირესობაში ყოფილიყვნენ საარჩევნო კომისიაში, თუმცა, ოპოზიცია სკეპტიკურად განეწყო.

ოპოზიცია პარიტეტული წესით მოითხოვდა კომისიის დაკომპლექტებას, რადგანაც მთავრობის მიერ შემოთავაზებული ყველა სქემა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრების დომინირებას გულისხმობდა.

შესაძლო კომპრომისის თაობაზე განცხადებების მიუხედავად, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავიდ გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთავრობა “შესაძლოა ეცდება დრო მოიგოს ან თავგზა აურიოს მხარდამჭერებს აქციის წინ”. 2 ივნისს ოპოზიციურმა პარტიებმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს და გეგმავს საპროტესტო აქციების ჩატარებას 3 ივნისიდან.

გაერთიანებული დემოკრატების ლიდერის ზურაბ ჟვანიას თქმით, “რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება” მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე. ჟვანიამ მოუწოდა ოპოზიციის მხარდამჭერებს მზად იყვნენ საპროტესტო აქციებისთვის. ჟვანიამ განცხადებით, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვს საარჩევნო კომისიის საკომპლექტებას პრინციპით “ერთი ხმა თითოეულიდან”.&ნბსპ;

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)