ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს

(თბილისი, 4 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ახალი ლოზუნგი წამოაყენეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადაყანებას ითვალისწინებს.

“ამიერიდან ჩვენი საპროტესტო აქციის ერთადერთი მოთხოვნაა პრეზიდენტ შევარდნაძის გადაყენება”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.

“გაერთიანებული დემოკრატების”, “ახალი ნაციონალური მოძრაობის”, “ახალი მემარჯვენეების”, “ტრადიციონალისტების” და “სახალხო პარტიის” ლიდერებმა გადაწყვიტეს უფრო მჭიდრო კოალიცია შეექმნათ და დაეწყოთ ფართომასშტაბიანი აქცია რეგიონებშიც იგივე მოთხოვნით.

3 მაისს დღის ბოლოს საპროტესტო აქციის ეპიცენტრმა პარლამენტიდან სახელმწიფო კანცელარიისკენ გადაინაცვლა.

4 ივნისს საპროტესტო აქცია ქუთაისში იგეგმება.&ნბსპ;

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)