საქართველოში სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის

(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოში ჩამოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ევროპის II დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის პაოლო ნეუჰაუსის ხელმძღვანელობით, ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის შეფასების მიზნით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის დროს მხარეები განიხილავენ 2003 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხს და შეაფასებენ 2004 წლის ბიუჯეტის პროექტს.

გასულ კვირას სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება 2004 წლიდან საქართველოში ეკონომიკური პროგრამების გაგრძელების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)