ისრაელის ყოფილი პრემიერის ვიზიტი საქართველოში
(თბილისი, 24 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიმონ პერესის სახელობის “მშვიდობის ცენტრსა” და ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას შიმონ პერესის თბილისში ვიზიტის დროს 23 ოქტომბერს მოეწერა ხელი.
ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას და ერთობლივ საქველმოქმედო საქმიანობას.
შიმონ პერესმა ქართველებს მადლობა გადაუხადა ებრაელი ხალხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისათვის.
მისი განცხადებით, ქართველ და ებრაელ ხალხს ერთნაირი პრობლემები აწუხებთ, და მათ შორის პირველი ტერორიზმია, რომლის წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლა და მისის წარმოშობის მიზეზების აღმოფხვრა.
შიმონ პერესი თბილისში 22 ოქტომბერს ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის მსვლელობისას პერესი საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესაც შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)