ვახტანგ აბაშიძე თანამდებობიდან გადადგა
(თბილისი, 24 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე დღეს თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან კომისიის სხდომაზე გააკეთა.
“გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. არსებობს გარკვეული ზეწოლა, მე-9 მეტრული არხის ახალი მეპატრონისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტილებაში არაობიექტურ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რასაც, შესაძლოა, შემდგომ დესტაბილიზაცია მოჰყვეს. ამაზე პასუხისმგებლობას ვერ კი არა, არ ავიღებ ჩემს თავზე”, – განაცხადა სხდომაზე ვახტანგ აბაშიძემ.
დღეს კომისიის სხდომაზე მე-9 მეტრული სატელევიზიო არხის ტენდერის საკითხიზე მიმდინარეობდა მსჯელობა. არხის შესყიდვის სურვილი ტელეკომპანია “რუსთვი2”-მა და “ტექნომედიამ” განაცხადეს. კომისიას ამ ორს შორის უნდა გამოევლინა გამარჯვებული, თუმცა, ვახტანგ აბაშიძის განცხადების შემდეგ სხდომა ჩაიშალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)