ნინო ბურჯანაძე ტელეფონით ესაუბრა ჯორჯ ბუშს

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 26 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შორის.

ამერიკის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჯორჯ ბუშმა გამოხატა თავისი კეთილგანწყობა საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მიმართ და კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ბოლოდროინდელი კრიზისული სიტუაციის მშვიდობიანი მოწესრიგების გამო.

ბურჯანაძის თქმით, ბუშმა ქართველი ხალხისადმი პატივისცემა გამოხატა იმათან დაკავშირებით, რომ კრიზისი სისხლისღვრის გარეშე მოგვარდა.

“პრეზიდენტმა Bუსმა მითხრა, რომ აშს მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს არცევნების ჩატარებაში. გარდა ამისა, მას ვაცნობე ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ და ვუთხარი, რომ სრულიად გარანტირებულია ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის უსაფრთხოება და იმ პირებისა, რომელთა მოქმედებები საქართველოს კანონის ფარგლებს არ სცილდება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

“მე ვაცნობე ბატონ პრეზიდენტს საქართველოს წინაშე მდგარი ფინანსური პრობლემების შესახებ და ის დამპირდა, რომ აშშ საქართველოს გაუწევს ფინანსურ დახმარებას და თხოვს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს დახმარებაში/ მომავალ კვირას აშშ-დან ჩამოვა 7-8 კაციანი დელეგაცია ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი წარმომადგენლებისა, ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას და რეკომენდაციებს გაუწევენ ქართულ მხარეს შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით”, – თქვა ბურჯანაძემ.

“აშშ დაინტერესებულია, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს არამარტო ამერიკასთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის რუსეთთანაც. მე აღვნისნე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვის პოზიტიური როლი საქართველოში არსებული კრიზისი მშვიდობიანად მოგვარებაში. პრეზიდენტმა ბუშმა შემომთავაზა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს უსაფრთხოებას რაიმე პრობლემები შეექმნება, მაშინვე დავუკავშირდეთ მის ადმინისტრაცია, პირადად მას და აშშ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

4 იანვრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საქმის კურსშია, რომ გაერტიანებული ოპოზიცია ერთიან კანდიდატს წარადგენს საპრეზიდენტო არჩევნებზე, და პრეზიდენტმა ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არჩევნები ტავისუფლად, დემოკრატიულად და ქართველი ხალხისთვის ღირსეულად ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)