მსოფლიო ბანკი მზად არის საქართველოს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს
(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მსოფლიო ბანკი მიესალმება საქართველოში მშვიდობიანი ფორმით ძალაუფლების შეცვლას. “საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას უმოკლეს პერიოდში ძალიან სერიოზული პრობლემების გადაწყვეთა მოუწევს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანას საკმაოდ გრძელვადიანი პოტენციალი გააჩნია”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ 26 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. მსოფლიო ბანკი მზად არის საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან ითანამშრომლოს, რათა დაეხმაროს მოსახლეობას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)