სახელმწიფო ტელევიზიის წინ აფეთქება მოხდა

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო ტელევიზიის შენობის წინ 3 დეკემბერს გვიან ღამით აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის მინები ჩაიმსხვრა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის განაცხადებით, ინციდენტი 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.

1 დეკემბერს უცნობმა პირებმა ხელყუმბარა ააფეთქეს ლეიბორისტული პარტიის თბილისის ოფისის წინ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)