ბურჯანაძემ და პუტინმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს
(თბილისი, 8 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს შორის 6 დეკემბერს სატელეფონო საუბარი შედგა. ბურჯანაძემ და პუტინმა საქართველოში არსებული სიტუაცია და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებით, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ორივე ქვეყანას ნამდვილი, მეგობრული ურთიერთობა სჭირდებათ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)