რუსეთმა აჭარასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო
(თბილისი, 9 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის 9 დეკემბერს შევა ძალაში. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია, რადგანაც მან წინასწარ არაფერი იცოდა მოსკოვის გადაწყვეტილების თაობაზე. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ერთკვირიანი ვიზიტი მოსკოვში გასულ კვირას. რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი 2000 წლის 5 დეკემბერიდან შევიდა ძალაში, მას შემდეგ რაც რუსეთი გამოვიდა 1992 წლის ბიშკეკის შეთანხმებიდან, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ვიზისგან თავისუფალ ურთიერთობებს ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმი არ შემოიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე, რამაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)