სკოლაში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი მოსწავლე გარდაიცვალა


(თბილისი, 9 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სამხედრო სწავლების გაკვეთილზე ხელყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სკოლის ოთხი მოსწავლე და მასწავლებელი დაშავდნენ.


“სკოლაში მხოლოდ სასწავლო ხელყუმბარები უნდა ყოფილიყო, რომლებიც უსაფრთხოა. ჩვენ ვიძიებთ, თუ როგორ მოხვდა საბრძოლო ხელყუმბარები სკოლაში”, – განაცხადა თბილისის პოლიციის უფროსმა ლევან მაისურაძემ.


სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა კიდევ რამდენიმე ხელყუმბარა აღმოაჩინეს სკოლაში.


დღეს დილით თბილისის ერთ-ერთ სხვა სკოლაში ანონიმური სატელეფონო ზარი გაისმა, რომელიც იტყობინებოდა, რომ შენობაში ბომბი იდო. თუმცა ჩხრეკის შედეგად სკოლაში ბომბი არ Aღმოჩნდა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)