“მაგთიკომის” თბილისის ოფისთან აფეთქება მოხდა


(თბილისი, 10 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მობილური კავშირის კომპანიის “მაგთიკომის” თბილისის ოფისთან დღეს დილით აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.


სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქება არც ისე ძლიერი იყო, 3 დეკემბერს სახელმწიფო ტელევიზიის წინ მომხდარ აფეთქებასთან შედარებით.


უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ გარკვეულ ძალებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ პანიკის დათესვა სურს მოსახლეობაში; “თუმცა სიტუაცია არც ისე საგანგაშოა, როგორც ეს ჩანს”, – დასძინა მინისტრმა.  

This post is also available in: English (ინგლისური)