ჩეჩენი ბოევიკების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ფაქტს ქართული მხარე უარყოფს

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ადასტურებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოდან ჩეჩენი ბოევიკების დაღესტნის ტერიტორიაზე შეჭრის თაობაზე.


“ჩვენ რუს კოლეგებს დავუკავშირდით და არც ისინი ადასტურებენ ჩეჩენი ბოევიკების მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია შეიძლება ჭორის დონეზე გავრცელებულად ჩაითვალოს”, – განაცხადა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა შალვა ლონდარიძემ.


ამასვე ადასტურებს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია და აცხადებს, რომ საქართველოს ამ მონაკვეთის გადაკვეთა შეუძლებელია.


გავრცელებული ინფორმაციით ჩეჩენი ბოევიკები დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიიდან დღეს გადავიდნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)