ევროსაბჭო აჭარას მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვოლტერ შვიმერმა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ აჭარა საქართველოს ნაწილია, „ამიტომ მან აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში“.


18 დეკემბერს ვოლტერ შვიმერი აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს სტრასბურგში შეხვდა.


აბაშიძე არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება არჩევნებს ივნისამდე არ გადადებს.


ვოლტერ შვიმერმა დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტობის კანდიდატთან მიხეილ სააკაშვილთან, რომელმაც დაარწმუნა იგი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი და გამჭირვალე იქნება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)