ქართული ჯარი აღლუმისთვის ემზადება
![]() |
| შეიარაღებული ძალები აღლუმისთვის რუსთაველის მოედანზე უკანასკნელ მომზადებას გადიან. 23 იანვარი. |
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სამხედრო აღლუმი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფინანსური პრობლემების გამო არ გაუმართავს.
მიხეილ სააკაშვილმა 22 იანვარს განაცხადა, რომ იგი 25 იანვარს ბათუმში ჩასვლას და იქ გამართულ აღლუმზე დასწრებასაც გეგმავს.
საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, რადგანაც თბილისში ინაუგურაციაზე დასასწრებად 20 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, ჩამოვლენ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ სასულიერო ფიცის დადების ცერემონია 24 იანვარს გელათის საკათედრო ტაძარში გაიმართება. მას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II აკურთხებს.
