სააკაშვილი აჭარაში სამხედრო აღლუმს დაესწრო
მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით ბათუმში გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო.
სააკაშვილს ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია.
„ჩვენ ნორმალური ურთიერთობები გვექნება. ეს ასეც უნდა იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა სამხედრო აღლუმის შემდეგ აბაშიძესთან მომავალი ურთიერთობების კომენტირებისას.
მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ბათუმი დატოვა, აჭარის ლიდერის ოპონენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის ქუჩებში, რასაც შემდეგ პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის შეხლა-შემოხლა მოყვა. ასლან აბაშიძის მხარდამჭერებმაც გამართეს საპროტესტო აქცია ბათუმში.
ბათუმიდან მიხეილ სააკაშვილი ფოთში გაემგზავრა, სადაც იგი ასევე დაესწრო სამხედრო აღლუმს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)