თბილისში გარე ვაჭრობა იკრძალება
დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გარე მოვაჭრეების დაშლა დაიწყო. ამ პროცესს მოვაჭრეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მათი განცხადებით, ისინი ამ გზით შოულობენ საარსებო საშუალებას.
თბილისის მთავრობისა და საკრებულოს ხელმძღვანელობის განცხადებით, თბილისში უნდა მოხდეს გარე ვაჭრობის და უსახური სავაჭრო ობიექტების აღება. ეს პროცესი მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება.
This post is also available in: Русский (რუსული)