მინისტრთა კაბინეტის წევრები და მათი ბიოგრაფიები
პრემიერ-მინისტრი – ზურაბ ჟვანია
დაიბადა 1963 წელს. პროფესიით ბიოლოგია, პოლიტიკური კარიერა 1988 წელს დაიწყო, როდესაც “საქართველოს მწვანეთა” ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე, “მწვანეთა პარტიის” სპიკერი და ევროპის “მწვანეთა” გაერთიანების თავმჯდომარე გახდა.
1992 წელი ივნისი-ნოემბრი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ეკოლოგიური კომისიის თავმჯდომარე.
1992-95 წლები – საქართველოს პარლამენტის წევრი, “მწვანეთა” ფრაქციის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
1995-99 წლები – საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
1999-2001 წლები – კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეა, 2001 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
1993-2001 წლები – „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთი ლიდერი.
2002 წელი – ოპოზიციური მოძრაობა “გაერთიანებული დემოკრატების” დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
ჰყავს სამი შვილი. ფლობს გერმაულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე
დაიბადა 1968 წელს. პროფესიით ქიმიკოსი.
1995 წლის თებერვალ-ივნისი – სწავლობდა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების საკითხთა ცენტრში, გერმანია.
1998-99 წლები – აშშ-ს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტი.
პოლიტიკური კარიერა გიორგი ბარამიძემ ზურაბ ჟვანიასთან ერთად “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” აღამსრულებელი მდივნის თანამდებობით დაიწყო.
ერთი შვილის მამა ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
უშიშროების მინისტრი – ზურაბ ადეიშვილი
დაიბადა 1972 წელს. განათლებით იურისტი
1994 წელი – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1998-99 წლები – სწავლობდა ჰოლანდიაში, გრონინგენის სამეფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში.
1999 წელი – ხდება დეპუტატი, „მოქალაქეთა კავშირის“ სიით. ინიშნება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
2001 წელს – ზურაბ ადეიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრი გახდა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
2004 წლის იანვარი – დაინიშნა იუსტიციის მინისტრად.
ორი შვილის მამა. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.
თავდაცვის მინისტრი – გელა ბეჟუაშვილი
დაიბადა 1967 წელს.
1991 წელი – დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
1991 წლიდან 2000 წლამდე – მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
2000 წელი – გელა ბეჟუაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ორი შვილის მამა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
საგარეო საქმეთა მინისტრი – თედო ჯაფარიძე
დაიბადა 1946 წელს.
1971 წელი – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1974 წლიდან 1977 წლამდე – თედო ჯაფარიძე საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა.
1977 წლიდან 1989 წლამდე – ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო.
1990 წლიდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსი იყო.
1991 წელი – საგარეო საქმეთა მინისტრის პირევლ მოადგილე.
1992 წელი – მუშაობს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწედ ეროვნულ უშიშროების საკითხებში.
1994 წლიდან 2002 წლამდე – თედო ჯაფარიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აშშ-სა და კანადაში.
2002 წელი – დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად.
არის 200-ზე მეტი მონოგრაფიისა და სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი.
ერთი შვილის მამა ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური
დაიბადა 1975 წელს.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.
1999 წლიდან 2000 წლამდე – სწავლა გააგრძელა ინგლისის ბიურნემოუტნის კოლეჯში, ლიმერიკის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ფინანსებისა და ეკონომიკის განხრით. ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტში და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესმენეჯმენტში.
2001 წელი – საქართველოს ტელეკომში დაინიშნა ფინანსურ კონსულტანტად.
2002 წელი – ესპანური კონსორციუმის ფინანსურ კონსულტანტად.
2003 წლიდან მუშაობდა ირლანდიურ კომპანია “ი-ეს-ბიში”.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი
დაიბადა 1975 წელს.
1996 წელი – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
1998 წელი – პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდროუ ვილსონის სახელობის საერთაშორისო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სასწავლებელი.
2000-04 წლებში – იყო ბუდაპეშტში ადგილობრივი თვითმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმების ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერი.
ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ზურაბ ნოღაიდელი
დაიბადა 1964 წელს.
1988 წელი – დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1989-90 წლებში – ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სტაჟიორი იყო.
1991 წელი – მან პოლიტიკური კარიერა ზურაბ ჟვანიას “მწვანეთა პარტიიდან” დაიწყო.
1992-95 წლებში – იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.
1995-99 წლებში – მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი.
2000-02 წლებში – ფინანსთა მინისტრი.
ერთი შვილის მამა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი – თამარ სულუხია
დაიბადა 1968 წელს.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
1993-94 წელებში – მუშაობდა აშშ-ის უცხოეთის მშენებლობათა დეპარტამენტში არქიტექტორად.
2001-02 წლებში – ფულბრაიტელი მეცნიერ-მკვლევარი სახელმწიფო პოლიტიკის ინსტიტუტში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში.
2002-03 წლებში – მუშაობდა ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტში.
სხვადასხვა დროს გაიარა სტაჟირება ჰარვარდის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანიზაციის ფაკულტეტზე, პროფესიული კურსები კოლორადოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტში, გერმანიაში, რედეს კოლეჯში.
არის ავტორი წიგნისა “დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია” და თანაავტორი წიგნის “ქალაქის მართვა”.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
საქართველოს სოფლის მეურნებოს მინისტრი – დავით შერვაშიძე
დაიბადა 1965 წელს.
დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტის აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი.
1991-93 წლებში – იმყოფებოდა ნიდერლანდებში ფერმერული მეურნეობის და გადამამუშავებელი საწარმოების ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით.
2000 წლიდან დღემდე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე იყო.
ორი შვილის მამა ფლობს ინგლისურ, რუსულ ენებს.
იუსტიციის მინისტრი – გიორგი პაპუაშვილი
დაიბადა 1972 წელს.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
1996-99 წლებში – სწვალობდა ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
სხვადასხვა დროს გაიარა სტაჟირება ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ინსტიტუტში.
ჯანდაცვის მინისტრი – გიორგი წერეთელი
დაიბადა 1964 წელს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით.
1995 წელი – დაიწყო პოლიტიკური კარიერა, მანამდე კი თავისი პროფესიით მუშაობდა.
1999 წელი – საქართველოს პარლამენტის წევრია.
2000 წელი – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
2003 წლიდან 2004 წლის იანვრამდე ასრულებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას.
გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
განათელბისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ლომაია
დაიბადა 1963 წელს.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინჟინერ-ჰიდრომშენებლის ფაკულტეტი და 1992 წელს მოსკოვის საიჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
1991 წელი – მოსკოვში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ დაინიშნა.
1995-2000 წლებში – მუშაობდა ევრაზიის ფონდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პროგრამის კოორდინატორად.
2003 წლიდან არის ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – გიორგი გაბაშვილი
დაიბადა 1973 წელს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1991-94 წლებში – სწავლობდა გერმანიაში, საარბრიუკენის უნივერსიტეტში გერმანისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1998 წელი – გერმანიაში, საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში მუშაობდა.
2002 წლიდან არის პოლიტიკური ორგანიზაცია “გაერთიანებული დემოკრატების” გენერალური მდივანი.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – ეთერ ასტემიროვა
დაიბადა 1943 წელს.
1976 წელი – დაამთავრა ლენინგრადის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაცია.
1967 წელი – მუშაობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის მელიორაციის სამინისტროში.
1977-78 წლებში – მუშაობდა კალუგაში, სამშენებლო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად.
1991 წელი – აირჩიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
1995-2003 წლებში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, ეროვნებათაშორისო ურთიერთობებისა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იყო.
2003 წლის დეკემბერიდან დაინიშნა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თამარ ლებანიძე
დაიბადა 1963 წელს.
დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
1990 წელი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტისა და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის მეცნიერ-თანამშრომელი იყო.
სახელმწიფო მინისტრი (ეროვნული თანხმობის საკითხებზე)
– გურამ აბსანძე
დაიბადა 1952 წელს ზუგდიდის რაიონში.
1974 წელი – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით.
1975 წლიდან 1976 წლამდე – საქართველოს ფინანსთან სამინისტროს ზუგდიდის რაიონის საფინანსო განყოფილებაში უფროს ეკონომისტად მუშაობდა.
1977 წლიდან 1984 წლამდე – მოსკოვის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს უფროს ეკონომისტად, განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ განყოფილების გამგედ მუშაობდა.
1984 წლიდან 1990 წლამდე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსი იყო.
1990 წელი ნოემბერში – საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
1991 წლიდან 1992 წლამდე – საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი იყო.
2003 წლის დეკემბრიდან – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
ყავს მეუღლე და სამი შვილი.
სახელმწიფო მინისტრი (მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებში) – ჯამბულ ბაკურაძე
დაიბადა 1944 წელს ლენტეხის რაიონში.
1971 წელი – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით.
1972 წლიდან 1977 წლამდე – თბილისის სავაჭრო ქსელში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
1985 წლიდან 1987 წლამდე – უნივერმაღ “თბილისის” დირექტორის მოადგილე, დირექტორი იყო.
1988 წლიდან 1991 წლამდე – თბილისის ვაჭრობის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, ამავე სამმართველოს უფროსი.
1992 წლიდან არის ასოციაცია “არაგვი-77”-ის ვიცე-პრეზიდენტი.
1999 წლიდან – საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.
2002 წლიდან – პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
2003 წლის დეკემბრიდან დღემდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ფლობს რუსულ ენას.
სახელმწიფო მინისტრი (ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში) – თამარ ბერუჩაშვილი
დაიბადა 1961 წელს თბილისში.
1985 წელი – დაამთავრა მოსკოვის პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი.
1992 წელი – იუნესკოს საერთაშორისო მენეჯმენტის ცენტრი. მიღებული აქვს ქიმიკოსის, ფრანგული ენის თარჯიმნის, სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის სპეციალობა.
1986-1991 წლებში – საქართველოს მეცნიერებეთა აკადემიის ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად მუშაობდა.
1991-93 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა და ტექნიკის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად, შემდეგ იმავე წელს დაინიშნა მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველობის ევროგაერთიანების ტექნიკური დახმარების პროგრამა “ტასისის” საკოორდინაციო ბიუროში სახელმწიფო მრჩევლად.
1994-95 წლებში – ამავე ბიუროს პროექტის ადმინისტრატორ-მრჩევლად, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.
1996 წელი – გაიარა მაგისტრატურა და მიენიჭა მაგისტრის წოდება სახელმწიფო მმართველობის დარგში აშშ-ს ინდიანას უნივერსიტეტში.
1998 წლის ინვისიდან 2000 წლის ივნისამდე იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ჯერ მინისტრის მოადგილე, შემდეგ მინისტრი.
2003 წლის დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებს.
სახელმწიფო მინისტრი (კონფლიქტების მოგვარების საკითხები) – გიორგი ხაინდრავა
დაიბადა 1956 წელს თბილისში.
1979 წელი – დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი.
1984 წელი – სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინომატოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა.
1988 წლიდან დღემდე არის “საქართველოს თეატრალკუერი ინსტიტუტის” სახელოსნოს ხელმძრვანელი.
1991 წლიდან “შემოქმედებითი სახელოსნოს “TMS”-ის გენერალური დირექტორი.
1992-93 წლებში – სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საკითხებში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.