ჩეჩნები თანამემამულეთა გაუჩინარებას აპროტესტებენ
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ჯგუფმა 18 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართა. ისინი თავიანთი თანამემამულეების – ბეკხან მულკოევისა და ჰუსეინ ალხანოვის გაუჩინარებას აპროტესტებდნენ.
ეს ორი ჩეჩენი, რომელთაც საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ედებოდათ ბრალი, თბილისის სასამართლომ 6 თებერვალს დამნაშავეებად არ ცნო.
მულკოევი და ალხანოვი იმ 13 ჩეჩენს შორის იყვნენ, რომლებიც საქართველოს მესაზღვრეებმა 2002 წლის აგვისტოში დააკავეს. რუსეთის მოთხოვნით მოხდა ხუთი მათგანის მოსკოვში ექსტრადირება.
გაუჩინარებული ჩეჩნების ნათესავები შიშობენ, რომ ისინი მოიტაცეს და ჩუმად გადასცეს რუსეთს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)