ეროსი კიწმარიშვილი სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გახდა
კიწმარიშვილი: “მე და ჩემმა მეგობრებმა ვარდების რევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ.” |
ეროსი კიწმარიშვილმა ამ პოსტზე ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მძახალი გურამ ახვლედიანი შეცვალა.
„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელი, რომელმაც ნოემბრის რევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ერთადერთი კანდიდატურა იყო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტზე.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ასევე ესწრებოდა სავაჭრო პალატის შეხვედრას.
„იგი [ეროსი კიწმარიშვილი] პროფესიონალი და კარგი ბიზნესმენია. მას გამჭირვალე ბიზნესი აქვს. ეროსი კიწმარიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნოემბრის მოვლენებში; თუმცა ეს არ ყოფილა მიზეზი მისი სავაჭრო პალატის პრეზიდენტად არჩევისა“, – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)