ხელისუფლება ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს იგნორირებას უკეთებს
![]() |
| მათიას იორში: საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს. |
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის პლენარულ სესიაზე მიღებული რეკომენდაციები, ძირითადად საარჩევნო ბარიერის 7%-იდან 4-5%-მდე დაწევასა და საარჩევნო ადმინისტრაციების სამართლიანად დაკომპლექტებას შეეხებოდა.
“იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისიწინა ჩვენი რეკომენდაციები, ახალმა ხელისუფლებამ ძალაუფლებაში მოსვლისას საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის შექმნის პირობა დადო, თუმცა ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა”, განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა.
28 მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა, თუმცა არანაირი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება შეასრულებს რეკომენდაციებს ჯერ არ ჩანს.
ევროპის საბჭოს დელეგაციამ ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის ვიცე სპიკერთან, ცენტრლურ საარჩევნო კომისიაში, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან. ევროპის საბჭოს დელეგაცია ვერ შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს იმ მიზეზით, რომ იგი იმ დროს აშშ-ში იმყოფებოდა სამუშაოა ვიზიტით.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ ემხრობა ბარიერის დაწევას, რადგან ეს პარტიების გამსხვილებას შეუშლის ხელს.
ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოერივი აზრის გამოკითხვების შედეგად ოპოზიციური გაერთიაენებები გაცილებით ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე ეს 7%-იანი ბარიერის გადალახვისთვს არის საჭირო.
“ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლების არგუმენტი, რომ პარლამენტის პარტიული სიჭრელის შიშით არ უჭერს მხარს ბარიერის დაწევას, მაშინ როდესაც მომავალ პარლამენტს ოპოზიციის გარეშე ყოფნა ემუქრება, ერთპატიულ პარლამენტი ეს არ არის პარლამენტი”, აცხადებს მათიას იორში.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის გამოხ საქართველომ ევროპის კავშირის მონიტორინგის ჯგუფის კრიტიკა დაიმსახაურა ეს საარჩევნო ადმნისტრაციების დაკომპლექტების წესია. არსებული სიტუაციით ყველა დონის კომისიაში უმრავლესობა ხელისუფლების მხარდამჭერებს აქვს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით მრეწველებისა და ახალი მემარჯვენეების დაბლოკების შედეგად გამოთავისუფლებული ერთი ადგილი პოლიტიკურ გაერთიანება “ერთობას” ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში. ასევე, ერთი ადგილი თავისუფლდება ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების ერთ პარტიად გაერთიანების შედეგად. შესაბამისად ორი ადგილი ეკუთვნის ოპოზიციურ პარტიებს.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიებმა მოიწონეს ევროპის საბჭოს დელეგაციის შეფასებები, თუმცა მათ იმედი არ აქვთ, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს შეასრულებს.
“ჩვენი [ოპოზიციისა და ევროპის საბჭოს] პოზიციები დღეს უფრო ახლოს დგას, ვიდრე ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო, მაგრამ მათი რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებიდან პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ,” – აცახდებს “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე.
ევროპის საბჭოს შესფოთების კიდევ ერთ წყაროს აჭარაში შექმნილი სიტუაცია და იქ ბოლო დროს ოპოზიციის წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფაქტები წარმოადგენს. დელეგაცია აჭარის ხელისუფლბას საგანგებოდ მოუწოდებს უზრუვნელყოს თავისუფალი და სამრთლიანი არჩევნების, მათ შორი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
„ჩვენ გვაწუხებს ძალადობის ფაქტები, რომელიც ხდება აჭარაში, მოვუწოდებ აჭარის ხელისუფლებას დაიწყოს დიალოგი ოპოზიციურ გაერთიანებებთან და აჭარის მოსახლეობას თავისუფალი არჩევანის საშულება მიეცეს“, აცხადებს მათიას იორში.
