ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ძალოვანი მინისტრები არადამაკმაყოფილებელ შეფასებას აძლევენ
ქუთაისში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დღეს ქუთაისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს გენარალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა, შს მინისტრმა გიორგი ბარამიძემ და უშიშროების მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა.
მათი განცხადებით, იმერეთში კვლავ გაგრძელდება კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა და ეს პროცესი სხვა რეგიონებშიც განხორციელდება. “ჩვენ არ დაუშვებთ რეგიონებში კრიმინალების თარეშს და მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებასა და თავდასხმებს” – განაცხადეს ძალოვანი სტრუქტურის მინისტრმბა.
დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი დააკავეს, რომელსაც საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.
“მე პირადად მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუხსნას ბონდო შალიკიანს დეპუტატობის კანდიდატის იმუნიტეტი, რათა შესაძლებელი გახდეს გამოძიების დაწყება. ჯერ-ჯერობით მისთვის ბრალის წაყენება არ მომხდარა და ეს პროცესი ერთ საათში განხორციელდება” – განაცხადა დღეს ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრულაშვილმა.
ქუთაისში სპეცოპერაციების სერია 4 მარტს დაიწყო, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები შეეცანდნენ ავტომანქანების გატაცებაში ეჭვმიტანილი პირები დაეკავებინათ. ოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი შემთხვევითი გამვლელი, ორი პოლიციელი, ერთი კი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე დაიღუპა ერთი ეჭვმიტანილი. სპეცოპერაციის დროს ვერ მოხრეხდა ეჭვმიტანილების დაკავება.
გავრცელებული ინფორმაციით ორი ეჭვმიტანილი ბონდო შალიკიანის საცხოვრებელ სახლს აფარებდა თავს, თუმცა ჩხრეკის შედეგად ინფორმაცია არ დადასტურდა. სანაცვლოდ აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)