“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატებმა” წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინეს
“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” წარმომადგენლებმა დღეს სასტუმრო “მარიოტში” წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყვეს. მაია ნადირაძემ და მიხეილ მაჭავარიანმა საზოგადოებას პროგრამით გათვალისწინებული სოციალური პრობლემების მოგვარების მექანიზმები გააცნეს.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სოციალური საკითხების მოგვარებაზე. პროგრამა ითვალისწინებს 2004 წლის ცენტრალურ ბიუჯეტში 70 მლნ ლარის მობილიზებას სოცoალური საკითხების მოსაგვარებლად. ამ თანხიდან 38 მლნ ლარი განკუთვნილი იქნება პენსიების ძველი დავალიანების დასაფარავად, ხოლო 18 მლნ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხებს მოხმარდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)