ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დააკავეს
საქართველოს ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჭანკოტაძე დღეს დააპატიმრეს.
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჭანკოტაძეს „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ედება ბრალი“.