ედუარდ შევარდნაძეს გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის თანამდებობა შესთავაზეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შესაძლოა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ერთ-ერთი მრჩეველი გახდეს. ამის შესახებ თბილისში მყოფმა გენერალური მდივნის თანაშემწემ, გაეროს ბავშვთა ფონდის დირექტორის მოადგილემ კულ ჩანდრა გაუტამმა 16 აპრილს ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“თუ საჭირო იქნება ჩემი აზრის გამოხატვა კონკრეტული საკითხების მიმართ, მე მზად ვარ ყოველთვის დავაფიქსირო ჩემი პოზიცია”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ედუარდ შევარდნაძეს 16 აპრილს კრწანისის რეზიდენციაში შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)