აჭარის სწრაფი რეაგირების რაზმის ჯარისკაცები აბაშიძეს არ ემორჩილებიან
აჭარის სწრაფი რეაგირების რაზმის 46 ჯარისკაცმა უარი განაცხადა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის დამორჩილებაზე და დღეს თბილისში ჩამოვიდა.
რუსი გენერლის ნეტკაჩოვის მიერ გაწვრთნილი სწრაფი რეაგირების რაზმი ასლან აბაშიძის ერთ-ერთ სერიოზულ დასაყრდენს წარმოადგენს აჭარაში.
საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
„ამ ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს ძალის გამოყენებაზე თავისი სამშობლოს წინააღმდეგ. ყველა მათგანმა უნდა უცოდეს, რომ ეს რაზმი უკანონოა და არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში არ ირიცხება. ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც არ დაემორჩილება აბაშიძეს და თბილისში ჩამოვა, შეუნარჩუნდება სტაჟი და ჩვენთან, ოფიციალურ სტრუქტურაში განაგრძობს მუშაობას, სანამ არ დაბრუნდება უკან“, – განაცხადა უგულავამ 27აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
ამჟამად, აჭარის სწრაფი რეაგირების რაზმში 350-400 ადამიანი ირიცხება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)