სააკაშვილი მიესალმება თურქეთის როლს აჭარის კრიზისის მოგვარების საქმეში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აჭარის კრიზისის მოგვარების საქმეში.


„მივესალმები თურქეთის კონსტრუქციულ როლს აჭარის კრიზისის მოგვარების საქმეში. თურქეთმა დაამტკიცა, რომ იგი ნამდვილი მეგობარია“, განაცხადა სააკაშვილმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტთან აჰმედ ნეჯეთ სეზერთან  შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.


სააკაშვილის განცხადებით, ამიერიდან თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავებას აღარაფერი შეუშლის ხელს.


„აჭარის კრიზისის მოგვარება საშუალებას გვაძლევს გავაღრმავოთ ურთიერთობები. ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები ვართ და დიდი ტრადიციები გაგვაჩნია“, დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში სამდღიანი ვიზიტით დღეს დილით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი, ასევე, შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრის მოადგილეს აბდულა გიულს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)