საქართველო რუსეთს მსო-ში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალურ თანხმობას აძლევს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი რეხვიაშვილმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა 28 მაისს ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის თანახმადაც საქართველო ოფიციალურ თანხმობას აცხადებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მსო-ში გაწევრინებისათვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
საქართველოს პარლამენტმა თებერვალში შეაჩერა 2002 წლის 5 დეკემბერს მიღებული დადგენილება, რომლითაც საქართველოს მთავრობა ვეტოს ადებდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებას.
საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის დადგენილება თბილისსა და მოსკოვს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიიღო.
თუმცა, თბილისის პოზიცია შერბილდა მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)