თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს მართავს

თავდაცვის სამინისტროს 10-კაციანი დელეგაცია 1 ივნისს ბრიუსელში გაემგზავრა.

დელეგაცია ნატო-ს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის დეტალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ქართულ დელეგაციას თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ლალიაშვილი ხელმძღვანელობს.

7 ივნისს ბრიუსელში გაემგზავრებიან თვადაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისიტრი სალომე ზურაბიშვილი და გენერალური შტაბის უფროსი გივი იუკურიძე.

“თავდაცვის მინისტრი ნატო-ს შტაბბინაში, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილავს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმას“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა საქართველომ ნატოში აპრილში წარადგინა, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს.