ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საგუშაგოებს შერეული სამშვიდობო ძალები იცავენ

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განთავსებულ საგუშაგოებზე ერთობლივი პატრულირება დაიწყო. ტყვიავის საგუშაგოზე ამჟამად ქართველ სამშვიდობოებთან ერთად რუსი და ოსი სამშვიდობოებიც იმყოფებიან.


საგუშაოგოებზე ერთობლივი პატრულირების შესახებ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ და  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა 4 ივნისის მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)