პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 25 ივნისს 176 ხმით 1 წინააღმდეგ კოტე კემულარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.


განათლებით იურისტი კოტე კემულარია 2004 წლის თებერვლიდან რუსეთში საქართველოს ელჩად მსახურობდა. მანამდე მას „ნაციონალური მოძრაობის“ თანათავმჯდომარის პოსტი ეკავა. 90-იანი წლების დასაწყისში იგი იუსტიციის მინისტრი იყო.


24 ივნისს კემულარიამ განაცხადა, რომ იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამოუკიდებელი სასამრათლო ხელისუფლების ჩამოყალიბებას, მას შემდეგ რაც „ახალმა მემარჯვენეებმა“ ეჭვი გამოთქვეს კემულარიას ობიექტურობასთან დაკავშირებით.