ცხინვალის მტკიცებით, ჩამორთმეული იარაღი “კერძო პირებს“ ეკუთვნით

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი”, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრზე იბრაჰიმ გასიევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართული მხარის მიერ გუშინ კონფლიქტის ზონაში დაკავებული იარაღი “კერძო პირებს“ ეკუთვნით.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ავტომობილი, რომლითაც “ფაგოტის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები გადაჰქონდათ, სოფელ აჩაბეთთან 18 ივლისს საღამოს დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)