რუსეთი მიესალმება სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს

ივლისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა 20 ივლისს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს.

მოლაპარაკებებზე, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და  გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი ესწრებოდნენ, გალის რაიონში დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი იქნა განხილული.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა, 20 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდზე ქართული მხარე მხოლოდ გალის რაიონში დევნილთა დაბრუნებაზე არ მოახდენს ფოკუსირებას.

“ჩვენ გვინდა, რომ დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი აფხაზეთის მთელს ტერიტორიას შეეხოს“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)