ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართველი სამშვიდობოების როტაცია მიმდინარეობს

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეს ქართული სამშვიდობოების როტაცია დაიწყო. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროში აცნობეს.
 
სამ ქართულ საგუშაგოზე ერედვი, დვანი და კოდა თავდაცვის სამშვიდობო ქვედანაყოფებმა იქ მყოფი შინაგანი ჯარის ნაწილები შეცვალეს. როტაცია მხარეებს შორის [ქართული, რუსული, ოსური] შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. 
 
კონფლიქტის ზონაში ბოლო პერიოდში 500-მდე ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი იმყოფებოდა.

სამშვიდობოების როტაცია ივლისში კონფლიქტის ზონაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონშიც განხორციელდა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)