საქართველო გაეროში ხმის უფლებას დაიბრუნებს

11 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გაეროს მეხუთე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და უკვე წარუდგინა  გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად საქართველოსთვის ხმის უფლების აღდგენის შესახებ რეკომენდაციები.


“ძალიან დიდი პროცენტული შანსია იმისა, რომ ყოველგვარი შესწორებისა და შენიშვნების გარეშე ეს გადაწყვეტილება ერთხმად იყოს გენერალურ ასაბლეაზე მიღებული”, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა.


ხმის უფლება საქართველოს 2004 წლის 30 ივნისში ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა. საქართველომ ყოველწლიურად (2004-2013 წ.წ.) გაეროს ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს 766 299 აშშ დოლარი, რათა წლების მანძილზე დაგროვილი დავალიანებები ეტაპობრივად დაიფაროს. 7 სექტემბრისათვის საქართველოს მთავრობამ 2004 წლის საწევრო შენატანი გადაიხადა.


გენერალური ასამბლეის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში  2005 წლის 30 ივნისამდე საქართველო გაეროში ხმის უფლებას აღიდგენს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)