არაღიარებული აფხაზეთი რუსეთის ფედერაციაში ასოცირებულ წევრობას ითხოვს
15 ოქტომბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ – სახალხო კრებამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და სათათბიროს გაუგზავნა მიმართვა, სადაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში ასოცირებული წევრის სტატუსით შესვლას ითხოვს.
ამისთვის, დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთს ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, “რომელიც არც აფხაზეთისა და არც რუსეთის კონსტიტუციებთან წინააღმდეგობაში არ მოვა”.
“სახალხო კრება ადასტურებს, რომ აფხაზეთი, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი, არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსიდან არ გადაუხვევს – რუსეთი იყო და იქნება ტრატეგიული პარტნიორი და სტაბილურობის გარანტი [რეგიონისთვის]”, ნათქვამია მიმართვაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)