პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტრამვა მიიღო

25 ოქტომბერს საღამოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ხელის მტევნის გაბზარვის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, მან 2-3 საათი დაჰყო ინტენსიური დაკვირვების პალატაში.


ჯანდაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და იგი თავის მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივ აგრძელებს.


გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილმა აღნიშნული დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო.