რუსეთმა საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი დროებით ჩაკეტა
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 15 ნოემბერს ღამით ჩაიკეტა საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი, რომელიც 16 ნოემბერს დილის 8 საათზე უნდა გახსნილიყო. თუმცა მოძრაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
რუსეთის სასაზღვრო უწყების ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლის განცხადებით, გადაწყვეტილება საზღვრის ამ მონაკვეთის დროებით ჩაკეტვის შესახებ აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.
“მოძრაობის შეჩერება ერთჯერადი აქციაა. მომავალში რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებენ”, ნათქვამია რუსეთის სასაზღვრო უწყების ჩრდილოეთ კავკასიის სამმართველოს განცხადებაში.
რუსეთის სასაზღვრო უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრის ცალკეულ სექტორებში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება პერიოდულად მიიღება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)