ქართველები უკრაინელებს სოლიდარობას საქველმოქმედო აქციებით უცხადებენ

უკრაინის ოპოზიციის მხარდამჭერ მიტინგში მონაწილეთა დასახმარებლად დღეს თბილისის მერიის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია დაიწყო. თბილისის ვიცე-პრემიერის თემურ ქურხულის ინფორმაციით, ყველა მსურველს შეეძლება დახმარება გაუწიოს უკრაინელ მომიტინგეებს.


“მოქალაქეებს შეუძლიათ თბილი ტანსაცმლით და სხვადასხვა ნივთებით დაეხმარონ უკრაინელ ხალხს“, განაცხადა დღეს თემურ ქურხულმა.


ამ დროისთვის უკვე შეგროვდა სხვადასხვა ნივთები, რომლებიც სპეცრეისით დღესვე გაიგზავნება უკრაინაში.


დღესვე  უკრაინის საელჩოს შენობის წინ “წვიმის მუსიკოსები” უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად კონცერტს გამართავენ. “წვიმის მუსიკოსები“ კიევში გასულ კვირას უკვე იმყოფებოდნენ და ოპოზიციის მიტინგზე კონცერტი გამართეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)