ბაღაფში აფხაზეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 1 დეკემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტაციის შემოწმების უფლება არ აქვს რუსეთს.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები სოხუმში ვითარების გასაცნობად და ცსკ-ის დოკუმენტების შემოწმების მიზნით 30 ნოემბერს ჩავიდნენ.
“რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გავაცნოთ მათ აფხაზეთში არსებული ვითარება. შეგვიძლია რუს სტუმრებს არჩევნებთან დაკავშირებული მასალებიც წარვუდგინოთ. თუმცა, ამ დოკუმენტების ექსპერტიზა არ შედის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების და სხვა სახელმწიფოს ცსკ-ს კომპეტენციაში“, განუცხადა ბაღაფშმა “რეგნუმს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)