სოლანამ და ზურაბიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა 9 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული სიტუაცია განიხილეს.


ხავიერ სოლანას პრეს-ოფისის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში კანონის უზენაესობის მისიის საკითხები და რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ევროკავშირის მიერ საქართველოში კანონის უზენაესობის მისიას 16 ივლისს ჩაეყარა საფუძველი. მისიის მიზანია დაეხმაროს ქვეყენას სასამართლო სისტემის რეფორმირებაში.


შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში არსებული სიტუაცია.


“სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროგრესი შესაძლოა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხშიც იქნას მიღწეული“, ნათქვამია ხავიერ სოლანას პრეს-ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)