მუხროვანის ბრიგადა ჯარისკაცთა ჯგუფმა თვითნებურად დატოვა

შინაგანი ჯარის მუხროვანის ბრიგადა დღეს დაახლოებით 60-მდე ჯარისკაცმა თვითნებურად დატოვა. ამ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც ადასტურებს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილი მძიმე სოციალური პირობების გამო დატოვეს.
 
ამ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.